რეგიონული განვითარების სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს

434

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული მრჩეველთა ჯგუფის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. დისკუსიაში პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ჯგუფის მიზანი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაა. განიხილავენ დეცენტრალიზაციის პროცესს და რეგიონული პოლიტიკის პრიორიტეტებს.