კოტე კანდელაკი: კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა, რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ თვითმმართველი ქალაქები

1456

„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა“ კვლევა  – „2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ დაასრულა და დღეს ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

ანგარიში  მოიცავს  2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით  შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების (შვიდი თვითმმრთველი ქალაქი და თემი –  ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი)  საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას.

რა შედეგები მოჰყვა 2014 წელს ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას, როგორ იმუშავეს ახალი თვითმმართველი ერთეულების ორგანოებმა, როგორ განკარგეს საკუთარი საბიუჯეტო სახსრები და რა დადებითი/უარყოფითი ძვრები მოხდა მოქალაქეთა მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფის კუთხით, ამის შესახებ „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელმა კონსტანტინე კანდელაკმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა.