რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმება ერთი წლით გადაიდო

482

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმების საკითხი ერთი წლით გადაიდო – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

სასტუმრო “რედისონში” სამინისტროს ხელმძღვანელობამ 2012 წელს გაწეული სამუშაოების შედეგები შეაჯამა და 2013 წლის გეგმები წარმოადგინა.

“ერთი წლით ისევ ვრჩებით, მხოლოდ მარაბდა-კარტახის რკინიგზის პროექტს გადავცემთ საპარტნიორო ფონდს და ჩვენს შიდა სტრუქტურაშიც გარკვეული ოპტიმიზაცია გვექნება”, – განაცხადა ნარმანიამ.

მინისტრის განცხადებით, 2013 წელს განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას და მარეგულირებელი კანონმდებლობის მოწესრიგებას,ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის ამაღლებასა და კოორდინაციას დაეთმობა.

“რედისონში” მიმდინარე ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და დონორი ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ რესურსი