თბილისის მერიამ წელს კონცერტებისა და ღონისძიებებისთვის 1 539 950 ლარი გამოყო

898

2018 წელს კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვის თბილისის ბიუჯეტიდან 1 539 950 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიამ 8 ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ შესყიდვებს მითითებული არ აქვთ თუ როდის და რომელი ღონისძიების ჩატარების პასუხისმგებლობას იღებენ კომპანიები.

  • შპს “ლუმა დეველოპმენტი” – სცენის, პოდიუმების, საგრიმიოროსა და ფონის კონსტრუქციების მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება – 282 900 ლარი.
  • შპს “ტიტანი”  – მცირე კონცერტების მოსაწყობად თბილისში სცენების დამონტაჟება. ხელშეკრულების ღირებულება – 192 000 ლარი.
  • შპს “მს ლაითს” – სცენისა და კონცერტისთვის საჭირო განათება. ხელშეკრულების ღირებულება – 298 009 ლარი.
  • Geovoice – გახმოვანებისთვის საჭირო აპარატურა. ხელშკრულების ღირებულება – 175 000 ლარი
  • Geovoice– სცენის გადახურვა. ხელშეკრულების ღირებულება 159 500 ლარი.
  • len & kompani – სასცენო გადახურვა და კოშკები. ხელშეკრულების ღირებულება – 204 100 ლარი.
  • იამზე მიქაძე – ღონისძიებისთვის სპეცეფექტისა და მხატვრული ფოიერვერკების მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება – 78 441 ლარი.
  • შპს “დგგდ” – ღონისძიებების ჩატარების პარალელურად ბიოტუალეტებს დაამონტაჟება. ხელშეკრულების ღირებულება – 150 000 ლარი.