ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2012 წელს გაწეული სამუშაოების შედეგები შეაჯამა

424

დღეს, სასტუმრო ”რედისონში” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2012 წელს გაწეული სამუშაოების შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას 2013 წლის გეგმები გააცნო.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას 2013 წლის გეგმები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, მარეგულირებელი კანონმდებლობის მოწესრიგებაზე, პროექტების ეფექტიანობის ამაღლებასა და კოორდინაციაზე გაამახვილა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა დეცენტრალიზაციისა და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ხოლო მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ, სამინისტროს მიერ 2012 წლის მანძილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის, საქრთველოში მყარი ნარჩენების მართვის, სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის კოორდინაციის, რეგიონული და მუნიციპალური პროექტების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

 

იხილეთ რესურსი