ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2012 წლის შედეგები შეაჯამა

533

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2012 წელს გაწეული სამუშაოების შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას 2013 წლის გეგმებიც გააცნო. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, მარეგულირებელი კანონმდებლობის მოწესრიგებაზე, პროექტების ეფექტიანობის ამაღლებასა და კოორდინაციაზე.