მარტვილში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

1253

მარტვილის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შესრულდა. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

2018 წელს აკადემია 180 ბავშვს მოამზადებს. მარტვილის საფეხბურთო აკადემიით უკვე დაინტერესდა თბილისის „დინამო“, რომელიც წელს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე.

მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

აკადემიის გახსნის ღონისძიებაზე აკადემიასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამო“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.