ფოთის საკრებულოს თავჯდომარე მუშების დაბალ ხელფასზე: ეს კლასობრივი თემაა

904

“ეს კლასობრივი თემაა, ბატონო ვახტანგ, ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ასე იყო და ჩვენი წელთაღრიცხვითაც ასეა, ხელმძღვანელსა და მუშას შორის პრობლემა ყოველთვის იყო. კომუნისტები შეეცადნენ მის შეცვლას, მაგრამ..” – ასე უპასუხა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ საკრებულოს წევრ ვახტანგ დარცმელიძეს, რომელმაც რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის გაწმენდით სამუშაოებზე დასაქმებულების ხელფასის საკითხი დააყენა.

“მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პრესსამსახურმა დადო ინფორმაცია, რომ ახალმა სამსახურმა დაიწყო მუშაობა და ჰიდროკვანძის შენობა გაიწმინდა. ხელფასებს და პიარს იღებს დირექტორი და ზედა ეშელონები, ხოლო იქ დასაქმებული გაჭირვებული მუშების, რომლის ხელფასების მომატებასაც ვითხოვ, კისერზე გადავიდა ამ შენობის გაწმენდა”, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დარცმელიძემ.

წყარო: tspress.ge