მამუკა კაციტაძე საკრებულოს დეპუტატებისგან შემდგარი გარკვეული სამართლებრივი ფორმატის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

440

თბილსიის საკრებულოს დეპუტატი მამუკა კაციტაძე საკრებულოში იმ სამართლებრივი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, ინიციატივებს ფედერალურ ხელისუფლებას გააცნობს.

აღნიშნული ინიციატივა კაციტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში დააყენა.

“ჩემი ინიციატივაა, რომ თბილისის საკრებულოში სამართლებრივი ფორმატი შეიქმნას იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, ქვეყნის ყველაზე დიდ მუნიციპალიტეტში, თუ რა ერთნაირი მიდგომები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა საკითხთან და პრობლემებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ აქ ეს თემები არ წყდება და საჭიროებს ფართო კონსესუსს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, საკუთარი ინიციატივები შემდეგ პარლამენტს მივაწოდოთ. მოხარული ვარ, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ფრაქცია თუ ჯგუფი, გაგებით მოეკიდა”, – განაცხადა კაციტაძემ.

იხილეთ რესურსი