NDI: გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ახალი ადგილობრივი ხელისუფლებები იგივენაირად იმუშავებენ, როგორც მათი წინამორბედები

701

წინა სტატია

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ახალი საკრებულოები და მერიები იგივენაირად იმუშავებენ, როგორც მათი წინამორბედები, 12%-ის აზრით კი – უარესად. 34% ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ორგანოები, წინამორბედებთან შედარებით, უკეთესად იმუშავებენ, 11%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

იხილეთ კვლევა სრულად