თბილისის მერიის კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები ერთიანდება

1196

წინა სტატია

თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ორი საქალაქო სამსახური – კულტურისა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურები გაერთიანდება და კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.

გარდა ამისა, კეთილმოწყობის სამსახურს სახელწოდება შეეცვლება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური დაერქმევა. ასევე, მოხდება გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება.

ცვლილებები შეეხება არქიტექტურის სამსახურსაც, რომელსაც მხოლოდ სამშენებლო ნებართვების გაცემის ფუნქცია დარჩება, ურბანულ განვითარებაზე კი ახალი – ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იზრუნებს.

ახალი ფუნქცია დაემატება ზედამხედველობის სამსახურსac, რომელიც დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებასაც უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ახალი ა(ა)იპ-ის შექმნაც.