დავით ნარმანია გაეროს განვითრების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა

445

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანი დღეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს, ინიტა პავლოვიცას შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ განაცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – “ადგილობრივი თვითმმარველობის მხარდამჭერა საქართველოში” შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

დავით ნარმანიას განცხადებს, საქართველოში ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და საქართველოს მთავრობა აღნიშნული მიმართულების პროექტების წარმატებით განხორციელებას ხელს შეუწყობს.

“გაერო-ს პროგრამის წარმომადგენლებმა ჩვენ სამი ძირითადი მიმართულება გაგვაცნეს, რა მიმართულებითაც ისინი დეცენტრალიზაციის კუთხით მუშაობენ. ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი მზაობის შესახებ, რომელიც გულისხმობს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მომზადდეს დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც ასევე გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელებას და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადახედვას. ამასთან დაკავშირებით გაერო-ს წარმომადგენლებისგან ჩვენ მხარდაჭერა მივიღეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

იხილეთ რესურსი