რუსთავის მერი პროექტის – ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი 2“-ის ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

1524

ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის – ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი 2“-ის ექსპერტებს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე ქართული და უცხოური მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ენერგოეფექტურობის საკითხებს, კერძოდ, პროექტ „ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მზის ენერგიის ტექნოლოგიის ინსტალაციის მეშვეობით“ შეეხო.

აღნიშნულ პროექტს საქართველოში კერძო კომპანია Saulesgraza (ლიტვა) ახორციელებს და ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.

“რუსთავი წარმოადგენს ერთ-ერთ ბენეფიცარს, იმ ექვსი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც პროექტის – „ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მზის ენერგიის ტექნოლოგიის ინსტალაციის მეშვეობით“, ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით შეირჩა. პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობის სახურავზე, 60 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები განთავსდა. შენობის სახურავის 420 მ2 მოცულობის ფართი დაიფარა სოლარ პანელებით. ელექტროენერგია, რომელსაც მზის ენერგიის პანელები გამოიმუშავებს რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობა მოიხმარს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ირაკლი ტაბაღუამ სტუმრებს, თვითმმართველობის მიერ რუსთავში ენერგოეფექტურობის კუთხით უკვე განხორციელებული პროექტებიც გააცნო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. უცხოელმა სტუმრებმა მოგვიანებით, რუსთავის #6 ბაგა-ბაღი დაათვალიერეს, სადაც ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის გრანტითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცია განხორციელდა.