ვინ წარადგინა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლებად

746

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის 10 რაიონის გამგებლები წარადგინა. რამდენიმე გამგებელმა თავისი პოსტი შეინარჩუნა, რამდენიმე კი ახალია.

დიდუბის რაიონის გამგებლად კვლავ ირმა ზავრადაშვილია წარდგენილი. პოსტი შეინარჩუნა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემაც. რაც შეეხება საბურთალოს გამგებელს ბექა მიქაუტაძეს, ის მომდევნო 4 წელი გლდანის გამგეობას უხელმძღვანელებს, ხოლო საბურთალოს გამგებლად გაიოზ ვასაძეა წარდგენილი.

თანამდებობები შეინარჩუნეს ვაკის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ და ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემაც.

კრწანისის რაიონის გამგებლად ლევან ჯაფარიძეა წარდგენილი, მთაწმინდის რაიონის გამგებლად – დავით კირკიტაძე, ისნის რაიონის გამგებლად – კახა ლაბუჩიძე, ხოლო სამგორის რაიონის გამგებლად – დავით კერესელიძე.

კალაძე თბილისის საკრებულოს გამგებლების სიას დასამტკიცებლად დღესვე გადაუგზავნის.