OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე

1196

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა. წინასწარი დასკვნის თანახმად, 12 ნოემბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო ფუნდამენტური თავისუფლებები – დაცული.

გამოხატვის თავისუფლება მედიაში დაცული იყო. ამის მიუხედავად, მედიაში კანდიდატების გარკვეულ ნაწილს შეზღუდვა ჰქონდა. კერძოდ, მარეგულირებელი კომისიის ინსტრუქციით, სარეკლამო დრო კანდიდატებს მხოლოდ 2 ნოემბრიდან მიეცათ. ამან შეუზღუდა კანდიდატებს მედიაში საარჩევნო კამპანიის წარმოება. ამასთან, ეროვნული მაუწყებლებმა მეორე ტურის იგნორირება მოახდინეს, ან უმეტესად “ქართული ოცნების” აქტივობებს აშუქებდნენ.

ეუთოს მისიის დასკვნის თანახმად, იმ კანდიდატებს, რომლებსაც აღარ სურდათ მეორე ტურში მონაწილეობა, კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობა არ მიეცათ, რაც კანონმდებლობის ხარვეზია. ეს ორი საკითხი ხაზს უსვამს იმას, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს.

„23 ოქტომბერს ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა. ვინაიდან საარჩევნო კოდექსი მეორე ტურში გასული სუბიექტების მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის საშაულებას არ იძლევა, მესამე ადგილზე გასულ კანდიდატს არჩევნებში ჩაართვის შესაძლებლობა არ მიეცა. შედეგად კი 6-დან 2 ოლქში შეჯიბრებითობა არ ყოფილა“, – ნათქვამია დასკვნაში.

კიდევ ერთი საკითხი საჩივრების განხილვას ეხება. ეუთოს სადამკივრვებლო მისია მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციებმა საჩივრები არ მიიღეს, მისი ფორმალისტური ხასიათის გამო, რამაც კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეურყია ნდობა საჩივრების განხილვის პროცესის მიმართ.

“მეორე ტურში დიდი პრეტენზია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მაინცდამაინც არ ყოფილა. კენჭისყრის პროცედურები კარგად ჩატარდა, მთელი პროცესის შეფასება კი კარგი და პოზიტიურია. თუმცა, გარკვეულ საარჩევნო უბნებში შეგროვდა ხალხი და ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ახდენდნენ გავლენას და ზოგიერთ შემთხვევაში, შეაშინეს კიდეც არჩევნებზე მოსული ამომრჩევლები. როგორც უბნის შიგნით, ისე მის გარეთ შევამჩნიეთ, რომ იწერდნენ ამომრჩეველთა მონაცემებს, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე იმისათვის, რომ შემდეგ დაკავშირებოდნენ მათ, რომ მოსულიყვნენ ხმის მისაცემად”, – ნათქვამია ანგარიშში.

“ამასთან, ხმის მიცემისა და შეჯამების პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, იყო ცნობები ზეწოლის შესახებ, რაც ჩვენი წუხილის საგანია. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე კარგად იყო მომზადებული. საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა იმის საშუალებას, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, მაგრამ არის ასპექტები, რომელიც დარეგულირებული არ არის”, – აცხადებენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში.

22 ოქტომბრიდან დღემდე გრძელდებოდა. ამ პერიოდში მისიას ყყავდა 12 გრძელვადიანი დამკვირვებელი თბილისში და 76 მოკლევადიანი დამკვირვებელი რეგიონებში.

იხილეთ მეორე ტურის ანგარიშის ქართული ვერსია

იხილეთ მეორე ტურის ანგარიშის ინგლისური ვერსია