12 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვის მიზნით ეწყობა შეხვედრა რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

569

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი,
საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, რეგიონული მედიისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი.
ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის
ფასილიტატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.