“მრავალეროვანი საქართველო”: 11 საათისთვის ბორჯომში – 11,9%, ხაშურში – 3,4%, ხოლო ყაზბეგში 9,7%-იანი აქტივობაა

936

“მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი მშვიდ გარემოში, ხარვეზების გარეშე წარიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირმა ბასილაშვილის განცხადებით, 07:00-დან 08:00 საათამდე, ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე; ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს; ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის; არ დაფიქსირდა არც ერთი დარღვევა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე ხარვეზი, კერძოდ:

ხაშურის N35 საარჩევნო ოლქის N1 უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო კონვერტი მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში, ნაცვლად ძირითადი საარჩევნო ყუთისა. აღნიშნული ინციდენტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შედეგადაც გადასატანი საარჩევნო ყუთი გაიხსნა და ხელმეორედ დაილუქა.

ბორჯომის N36 საარჩევნო ოლქის N15 უბანზე ამომრჩეველზე გაიცა ბიულეტინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ხარვეზი აღმოიფხვრა.

ორგანიზაციის ცნობით, 11:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს:

  • ბორჯომი – 3157 კაცი (26528-დან) – 11,9%
  • ხაშური – 1646 კაცი (48963-დან) – 3,4%
  • ყაზბეგი – 515 კაცი (5313-დან) – 9,7%

იხილეთ პრესრელიზი სრულად

არჩევნების მედიაცენტრში მიმდინარე პრესკონფერენციებს თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერში