ვებ-პორტალის კონცეფციის პრეზენტაცია

490

სამშაბათს, 23 დეკემბერს, ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედნის 4) პროექტის “თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში IDFI, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით და თბილისის მერიასთან პარტნიორობით მართავს თბილისის მერიის ვებ-პორტალის კონცეფციის პრეზენტაციასა და განხილვას.

ღონისძიებას დაეწსრებიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის გამგებლები და სხვა თანამდებობის პირები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თვითმმართველი ქალაქების ვებ-პორტალების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და თბილისის მერიის ვებ-პორტალის სრულიად ახალი კონცეფცია.

პროექტის “თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა“ მთავარი ამოცანაა თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.