თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევები

537

24 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ (წვეულებათა დარბაზი) ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და თვითმმართველობის თემაზე მომუშავე პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ ღონისძიებას
თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევები – თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პერსპექტივები”.

ღონისძიებაზე წარმოგიდგენილი იქნება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესებას და სოფლის საზოგადოებრივი დარბაზების შექმნას. ასევე, გაიმართება პროექტის „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგების პრეზენტაცია. პროექტის განხორციელებაში 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.