ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

847

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში კომპანია 27-კილომეტრიან  წყალმომარეგბის ახალ სისტემას აწყობს. ამასთან, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია  3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, – ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე ივერთუბანში 11 კმ წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

ანალოგიურ პროექტს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბეთანიასა და კვესეთშიც განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებებში 27-კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა და 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.