როგორ აშუქებდა მედია არჩევნებს – კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოქვეყნა. 

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სამაუწყებლო კომპანიების მონიტორინგი 2017 წლის 23 აგვისტოს დაიწყო.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 40 სამაუწყებლო არხი, ასევე, 34 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთი და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლები. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მეორე შუალედური ანგარიში 2017 წლის 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.

კომისიის ინფორმაცით, მოქმედი კანონმდებლობით საერთო მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო, კომისიამ ცხრა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა, ხოლო ერთ მაუწყებლს 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ადმინისტრაციული ორგანოს დაკვეთით, ეთერში განთავსებული სარეკლამო ვიდეო რგოლის გამო, კომისიამ რიგი მაუწყებლის მიმართ საჩივარი განიხილა. კომისიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ იყო და განმარტა, რომ ტელეკომპანიების ეთერში სარეკლამო რგოლები განთავსდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, თუმცა ტელეკომპანიების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა (წერილობითი გაფრთხილება) არ გამოიყენა.

იხილეთ ანგარიში სრულად

მსგავსი სიახლეები