სენაკში ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო გალერეა გაიხსნა

1048

სენაკში ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო გალერეა გაიხსნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შიდა ინტერიერს, განახლდა ფასადი, სრულად რეაბილიტირდა შენობის ორივე სართულზე არსებული სამუშაო სივრცეები და სადემონსტრაციო დარბაზები. შეიცვალა ელგაყვანილობის და წყალმომარაგების ქსელები, იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე 126 080 ლარი დაიხარჯა.

1979 წელს აგებული გალერეის შენობა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. გალერეის ფონდში 300-ზე მეტი ფერწერა, ქანდაკება და გრაფიკაა დაცული, მათ შორისაა გუდიაშვილის, ვარაზის, თოიძის, დუგლაძის, ლაპიაშვილის, ალექსი-მესხიშვილისა და სხვათა ნამუშევრები.