ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

716

ქობულეთში რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირების დამაკავშირებელი 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ტროტუარების მოწყობა, დეკორატიული ფილებისა და ასფალტის საფარის დაგება იგეგმება, რისთვისაც 614 551 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც დამონტაჟდება. ქუჩების კეთილმოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

წყარო: აჭარის ტელევიზია