TDI: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა

1149

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მარნეულში საარჩევნო უბნებს  სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საჩივრებს წერდნენ.  საჩივრების განხილვა 25 ოქტომბერს დასრულდა, როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძე ამბობს სულ 11 საჩივარი მიიღეს.

დამკვირვებლებს შორის იყვნენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები, ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, შოთა თუთბერიძეს ვესაუბრეთ ის ამბობს, რომ მათი მხრიდან  სამი საჩივარი დაიწერა.  ერთ-ერთი ეხებოდა ყიზილაჯლოს N89 უბანზე კარის ჩაკეტვას დამკვირვებლების არ შეშვებას დათვლის ოთახში, სადაც  უცხო პირები, საიდენტიფიკაციო ბეჯის გარეშე იმყოფებოდნენ. შოთა თუთბერიძეს თქმით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კომისსის თავმჯდომარეს მხოლოდ დამკვირვებლის არშეშვების გამო მისცეს შენიშვნა.

შოთა თუთბერიძე  დაუკმაყოფილებელ საჩვივრებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ მიერ  დაწერილ საჩივრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კომისიის მხრიდან დაუსაბუთებელი და უკანონო იყო.

მარნეულში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ასევე აკვირდებოდნენ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მრავალეროვანი საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

წყარო: რადიო მარნეული

ფოტო: რადიო მარნეული