გორის მერი მომავალ მერს 14 გამზადებულ პროექტს გასაკეთებლად უტოვებს

788

2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, გორის მერიაში გამზადებულია 10 მლნ 001 218 ლარის ღირებულების სამუშაოების პროექტები. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ეკონომიკური სამსახურის ცნობით, ეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გასული სამი წლის მანძილზე ტენდერების შედეგად, მერიამ შეიძინა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, თუ რა დაჯდება თბილისის, სამეფო, ჩოდრიშვილის, რუსთაველის და ა.შ. ქუჩები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს.

ასე მაგალითად:

1. ქ. გორში სამების ქუჩის (სტალინის გამზირიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია – 575 878 ლარი

2 ქ. გორში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია 471 792 ლარი

3 ქ. გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 3 721 100 ლარი

4. ქ. გორში დავით ჩუბინიშვილისა და გრიგოლ ფერაძის ქუჩების რეაბილიტაცია და მათ მიმდებარედ ახალი საპროექტო ქუჩების მოწყობა 968 740 ლარი

5 ქ. გორში ელექტროფიკაციის დასახლებაში ქუჩათა ქსელის და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია 498 308 ლარი

6. მინის სტადიონების რეაბილიტაცია (8 ერთეული) 178 000 ლარი

7. საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია 750 000 ლარი

8. სადგურის დარჩენილი ქუჩების რეაბილიტაცია 400 000 ლარი

9. ატენის ჩიხის რეაბილიტაცია 90 000 ლარი

10. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია 71 229 ლარი

11. ქ. გორში, ჩოდრიშვილის ქუჩის (სტალინის გამზირზე ამოსვლით) რეაბილიტაცია 88 994 ლარი

12. მდ. ლიახვის ნაპირსამაგრის მოწყობა 659 073 ლარი

13. მდ. მეჯუდის ნაპირსამაგრის მოწყობა 1 327 334 ლარი

14. გვერდწითელის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა 200 770 ლარი

სულ ჯამი 10 001 218 ლარი

ეს პროექტები გორის მომავალ მერს კოტე თავზარაშვილს, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, გამზადებული დახვდება. გათვალისწინებული იქნება თუ არა ისინი 2018 წლის ბიუჯეტში, ეს ჯერ ცნობილი არაა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი