მარნეულელი დეპუტატი: როგორც ძველი დეპუტატები მუშაობდნენ ისე ვიმუშავებთ ჩვენც

606

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. უკვე ცნობილია თუ ვინ იქნებიან მარენულის საკრებულოში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით, დეპუტატი საკრებულოს წევრი მისი არჩევის დღიდანვე ხდება და მას გარკვეული უფლებამოსილებები ენიჭება. დეპუტატის დამოუკიდებლობის გაზრდისათვის მათი, ისევე როგორც პარლამენტის წევრის გამოწვევა კანონმდებლობით შეუძლებელია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, გიორგი მუმლაძე საკრებულოს წევრის საქმიანობაზე გვესაუბრა.

გიორგი მუმლაძის თქმით საკრებულოს ძირითადი მოვალეობა მუნიციპალური ბიუჯეტის მართვა და მერის გაკონტროლებაა. ქურთლიარის მაჟორიტარული ერთეულის ახლადარჩეული დეპუტატის, ომარ ირიშოვის თქმით, მის მთავარ მოვალეობას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების საკრებულომდე მიტანა წარმოადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულში არსებულ ყველა მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პროპორციული სიის მიხედვით „ქართული ოცნება“ თერთმეტ, „ევროპული საქართველო“ 3, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში 1 დეპუტატს შეიყვანს.

წყარო: marneulifm