ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივარს განიხილავს

933

ფოთში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლის, მ.ა-ს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც  ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა და რომლის ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“.

„უახლოესი ორი დღის განმავლობაში ეს წერილი არ განიხილება, ჯერ უნდა დასრულდეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და ამის შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.

წყარო: 1ტვ