ნარჩემაშვილი: მეჭიაურზე ქუცნაშვილის განცხადებები უხერხულობას მიქმნის

771

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი თიანეთის ოლქის მერად თამაზ მეჭიაურის არჩევას და სასამართლოს განცხადებას ეხმაურება. როგორც მან  განაცხადა, როცა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სასამართლო იღებს, სუბიექტური შეფასებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.

“აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა: ამ ძალიან კარგად ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, არ მინდა რამით ჩრდილი მიადგეს. ესე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი სასამართლო და სასამართლომ უნდა თქვას ვის ეკუთვნის გამარჯვება”, – აცხადებს ნარჩემაშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირებას, კობა ნარჩემაშვილი არასასიამოვნო ფაქტად მიიჩნევს.

“უხერხულობას მიქმნის ასეთი განცხადებები, მაგრამ ჩემი აზრით ზაქრო ბევრ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას – რა რა კონტექსტში თქვა”, – აცხადებს დეპუტატი.

წყარო: იმედინიუსი