საია ზუგდიდის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

409

ზუგდიდის საოლქო კომისიამ დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები განიხილა.

პირველი საჩივარი ეხებოდა 30 – ე უბანს, სადაც ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეები აძლევდნენ ხმას.

საია ითხოვდა უბნის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და ხმების ხელახლა გადათვლას.

„უბანზე, სადაც სამხედრო მოსამსახურეები აძლევენ ხმას, ყველა ვერ მიიღებს მონაწილეობას მერობისა და მაჟორიტარულ არჩევნებში, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, 6 თვეზე ნაკლები თუ მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება სამხედრო მოცემულ დისლოკაციაზე,  შესაბამისად, აქ ბიულეტენების სხვაობა იქნებოდა, როცა მოვითხოვე სია და ხელახლა გადავთვალე, გავარკვიე, რომ მაჟორიტარული და მერობის კანდიდატების ბიულეტენების ნაკლებობა იმდენია, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

საოლქო კომისიამ საიას საჩივარი არ დააკმაყოფილა.

„ეს იყო სპეციალური სია, სადაც 251 ადამიანი აძლევდა ხმას, ამ შემთხვევაში პროპორციულით ყველამ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ მიიღო მონაწილეობა მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში, ჯერ თავიდან ასს და ასორმოცდახუთს ამბობდა, და მერე დავიდა ორმოცდახუთამდე და ისიც შესაძლებელია, რომ არ აქვს წესიერად გამოთვლილი“, – გვითხრა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

ჯემალ ჭკადუამ თქვა, რომ არ ეთანხმება ზუგდიდის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას და შესაძლოა ის გაასაჩივროს.

საიას მეორე საჩივარი ეხებოდა, უბნების კომისიის იმ წევრების მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთა ხელმოწერა შემაჯამაებლ ოქმებზე არ იყო. საოლქო კომისიამ არ ეს საჩივარი დააკმაყოფილა.

ზუგდიდის საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.

წყარო: ლაივპრესი