ბათუმის სალქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. კომისიამ ჯამში 32 საჩივარი განიხილა, მათი უმრავლესობა მესამე სექტორს ეკუთვნოდა და დისპიცლინარულ გადაცდომებს ეხებოდა. კომისიამ საჩივრების ნაწილი არ დააკმაყოფიდა, რამდენიმე უბნის თავჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება ან შენიშვნა მისცეს. 10 საჩივარი კი კომისიამ საერთოდ არ განიხილა, მოტივად ვადების დარღვევა სახელდება.

ამ საჩივრების განხილვის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები საია და სამართლიანი არჩევნები დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები