კომუნისტების ლიდერმა გორში მერის არჩევნებზე 393 ხმა მიიღო

910
გორის მერობისს კანდიდატმა ალეკო ლურსმანაშვილმა არჩევნებში 393 ხმა მიიღო. ამის შესახებ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებით გახდა ცნობილი.

კომუნისტების ლიდერმა ყველაზე მეტი ხმა გორის უბნებიდან მიიღო – 193 ხმა.

რაც შეეხება სოფლებს, აქ ყველაზე მეტი მხარდამჭერი სოფელ პატარა გარეჯვარში აღმოჩნდა – 16 მოქალაქე. ცესკოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 110 174 ამომრჩევლიდან უბანზე 44 278 მოქალაქე (40.19%) გამოცხადდა.

არის უბნები, სადაც კომუნისტების კანდიდატმა ვერც ერთი ხმა მიიღო:

ესენია: არცევის, რეხის, ბოშურის, ყველანთუბნის, არაშენდას, ორთაშენის, შინდისის, სათემოს, კვარხეთის, შავშვების, ხურვალეთის, ასევე, დევნილთა დასახლებების: სკრის, ბერბუკისა და ხურვალეთის დასახლებების უბნები.

ალეკო ლურსმანაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში სტალინის ძეგლს საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე დადგამდა და გადადგებოდა.

ფოტოზე: ალეკო ლურსმანაშვილი ადგილობრივი კომუნისტების ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი არჩილ ჯირკველიშვილის ფოტოთი. არჩილ ჯირკველიშვილი მოქმედი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის მამა იყო.

 წყარო: ქართლის საინფორმაციო ცენტრი