სენაკის მერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

1049

სენაკის მერობის კანდიდატი „შენების მოძრაობიდან“ აპოლონ გარუჩავა „ქართულ ოცნებას“ მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლების დავალებით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი პლაკატების ჩამოხევაში ამხილა, მასზე მუქარა დაიწყო.

როგორც კანდიდატი ირწმუნება „ქართული ოცნების“ დავალებით პროცესში ჩართული იყო თეკლათის გამგებელი და პარტიის „ზონდერები“ გიორგი გაბედავა და ლევან მამულაშვილი.

როგორც აპოლონ გარუჩავა ირწმუნება, მას ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ პიზიკური განადგურებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებდნენ სოციალურ ქსელში. „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სწორედ შეურაცხმყოფელი ფრაზებით დაკომენტარების შემდეგ მან ფეისბუკიდან წაშალა მის მიერვე გადაღებული ვიდეო სადაც ჩანს, როგორ ხევენ პლაკატებს „ქართული ოცნების“ დავალებით.

ჟურნალისტების კითხვაზე რატომ არ გააკეთა კანდიდატმა განცხადება მანამდე, აღნიშნა, რომ „მთლიანად ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში“ და ამის გამო ვერ მოახრეხა.

თავისმხრივ ოპოზიციური პარტიის ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ „ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციაში. პარტიის მერობის კანდიდატის ლევან კუპრეიშვილის განცხადებით, მსგავსი დავალება მმართველ პარტიას არ გაუცია.

„თვენ რომ ჩამოთვალეთ იმ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ. ვიცი უბრალოდ რომ სენაკელები არიან. პირობას გაძლევთ, რომ არავის არავისთვის ასეთი დავალება არ გაუცია“, – განაცხადა ლევან კუპრეიშვილმა.

თავისმხრივ აპოლონ გარუჩავა ამბობს, რომ დღეს მიმართავს შესაბამის ორგანოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

წყარო: ლაივპრესი