OSCE/ODIHR: მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ამავდროულად, სამაუწყებლო მედია პოლარიზებული და პოლიტიკურად აფილირებულია

954

მედიის თავისუფლება მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ამავდროულად სამაუწყებლო მედია პოლარიზებულია და პოლიტიკურად აფილირებულია, – ამის შესახებ ნათქვამია OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაში.

”მედიის თავისუფლება მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და, ამავდროულად, სამაუწყებლო მედია პოლარიზებულია და პოლიტიკურად აფილირებულია. ჩვენმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიასაშუალებები ძირითად ყურადღებას აქცევენ საარჩევნო სუბიექტებს და შესაძლებლობას უქმნიდა მათ, რომ თავიანთი გზავნილები დებატებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების მეშვეობით გადმოეცათ, გარდა პოლიტიკური რეკლამებისა. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გამოიკვეთა კრიტიკული და ანალიტიკური გაშუქების მნიშვნელოვანი ნაკლებობა. ”იმედისა” და ”რუსთავი 2-ის” მიერ კამპანიის გაშუქება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და თითოეული მათგანი კონკრეტული პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ იხრებოდა”, – ნათქვამია შეფასებაში, რომელიც მედიას მისიის ხელმძღვანელმა კარენ იონკერმა გააცნო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

იხილეთ წინასწარი ანგარიში სრულად:

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში – GEO

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში – ENG