ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებით ბათუმში ლაშა კომახიძემ 55.35%, ლევან ანთაძემ კი 23.78% მიიღეს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1050 საუბნო, 73საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და  79 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

  • ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე;
  • თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე;
  • ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

ხმის დათვლის პროცესის შეფასება PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანი არჩევნების“ PVT დამკვირვებელთა 99.3% მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნების 99.3%-ზე  ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა ინციდენტების გარეშე, რაც სტატისტიკურად არ განსხვადება წინა წლის საპარლამენტიო არჩევნების (98%) მონაცემისგან და მცირედ გაუმჯობესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (96.6%) მონაცემებთან. ინციდენტების შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარნეულის ოლქში.

საარჩევნო უბნების 99.3%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები. არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა ქუთაისში,  თუმცა ეს პრობლემა თითქმის ყველა შემთხვევაში აღმოიფხვრა.

არჩევნების დღის შედეგები

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 100 %-ისგან.

მერის არჩევნების შედეგები ბათუმში (PVT დამკვირვებლების 100%-ისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით)

N41. ლაშა კომახიძე – “ქართული ოცნება” – 55.35%

N5. ლევან ანთაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 23.78%

N2. პეტრე ზამბახიძე – “ევროპული საქართველო” – 6.55%

N8. თენგიზ თავდგირიძე – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 6.42%

N10. ჯელალ ქიქავა – ლეიბორისტული პარტია – 3.27%

N3. ომარ ფარტენაძე – დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო – 2.16%

N14. კახაბერ ცისკარიძე – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია – 1.2%

N27. რობერტ ფუტკარაძე – “გიორგი ვაშაძე-ერთობა-ახალი საქართველო” – 0.74%

N38. ნათია ბუაძე – ბლოკი-სახალხო-ხალხის ერთსულოვნება – 0.54%

იხილეთ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები სრულად 

მსგავსი სიახლეები