ბორჯომსა და ახალქალაქში მრგვალი მაგიდა გაიმართა

460

29 -30 ოქტომბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“ კამპანია “თვითმმართველობის დროა” ფარგლებში, ბორჯომსა და ახალციხეში ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდები ჩაატარა.
ბორჯომში შეხვედრა საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებთან გაიმართა, ხოლო ახალციხის თვითმმართველ ქალაქში საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის თემა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნა იყო, რომელიც მიზნად თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ისახავს. შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის ალტერნატიული ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი შექმნის წესი და სტრუქტურა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მომდვენო შეხვედრებს ბოლნისში, სენაკში, ქუთაისსა და რუსთავში გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქრომბრიდან პროექტს “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.
პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე შემუშავდა კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ ახალ კანონპროექტს დაედება საფუძვლად.
შეხვედრებისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სიახლეები და სხვა დამატებითი ინფორმაცია განახლდება ვებგვერდზეwww.droa.ge. სიახლეებს ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: თვითმმართველობის დროა.