საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას 22 ოქტომბერს გააკეთებენ

667

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არჩევნების შემდგომ წინასწარი დასკვნების შესახებ განაცხადს 22 ოქტომბერს წარმოადგენს. განაცხადს კონგრესის საარჩევნო სადამკვირვებლო გუნდის სახელით ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე დაკვირვების ოფიციალური წარმომადგენელი სტიუარტ დიკსონი წარადგენს, ხოლო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კორინ იონკერი.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 30 ქვეყნის 196 დამკვირვებლისგან შედგება. მათგან 189 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა, ხოლო 7 კონგრესმა წარადგინა.

წყარო: 1tv.ge