შეხვედრები მოსახლეობასთან

411

“თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC) და „სათემო განვითარების ცენტრი“ (CDC) სვანეთში ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ შეხვედრებს იწყებენ. პირველი შეხვედრა ხვალ, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე მესტიაში გაიმართება. სვანეთის შემდეგ შეხვედრები გაიმართება მარნეულში, თელავსა და თბილისში.
პროექტს “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ზე მეტ საკონსულტაციო შეხვედრასა და მრგვალ მაგიდას გამართავენ.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ სიახლეები და სხვა დამატებითი ინფორმაცია განახლდება ვებგვერდზე www.droa.ge. სიახლეებს ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: თვითმმართველობის დროა.