სოფელ სამთავისში პოლიციაა მობილიზებული

690

დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საუბნო კომისიას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. მალხაზ ჯაბანაშვილის ინფორმაციით, მას არჩევნები მოგებული ჰქონდა – 3 ხმით უსწრებდა ოცნების კანდიდატს, ლადო უზნაძეს და ამიტომ, კომისიამ სამთავისის 28-ე უბანზე ხელმეორედ დაიწყო ხმების დათვლა.

უბანთან შეკრებილები არიან ორივე კანდიდატის მხარდამჭერები. ისინი შედეგების გაბათილებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი