დმანისის ერთ-ერთ უბანზე პოლიციაა მობილიზებული

დმანისში, სოფელ ირგანჩაიში 50-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მოქმედი გამგებლის მოადგილის განცხადებით უბანში ხმების რაოდენობას ამ დრომდე ითვლიან და უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან როგორც “ქართული ოცნების“, ასევე “შენების მოძრაობის“ მხარდამჭერები.

გამგებლის მოადგილის განცხადებით, სამართალდამცველები პრევენციის მიზნით გამოიძახეს და ელოდებიან როდის დასრულდება ხმების დათვლის პროცესი.

ზაზა გუშუანის განცხადებით კომისიის წევრებს მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ და მათი ინფორმაციით ირგანჩაის ორმოცდამეათე უბანზე ხმებს უკვე მეორედ ითვლიან, რაც საეჭვოა.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი

მსგავსი სიახლეები