ირაკლი კობახიძე: ეს არის ძალიან ღირსეული გამარჯვება

638

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირსეული გამარჯვება, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების პირველად შედეგებს.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო კახი კალაძეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. თქვენ ნახეთ ეგზიტპოლების პირველადი შედეგები, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ჩვენი შიდაპარტიული პროგნოზის მონაცემს, რომელიც კეთდებოდა საარჩევნო სამსახურის მიერ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის მერის არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირსეული გამარჯვება და მინდა ვუსურვო წარმატებები კახი კალაძეს მისი 4–წლიანი მერად მოღვაწეობის მანძილზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს. თუმცა, მოსალოდნელია მეორე ტურებიც.

” რა თქმა უნდა, მოსალოდნელია მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები, მაგრამ ესეც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

წყარო: ინტერპრესნიუსი