სოფელ განჯალაში ამომრჩევლებმა პოზიცია ორჯერ დააფიქსირეს

742

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში #20–22 საარჩევნო უბნებზე დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა.

ენმ–ს დამკვირვებლების განცხადებით, სამი მარკირებული პიროვნება ცდილობდა უბანზე შესვლას და პოზიციის დაფიქსირებას. მათივე თქმით, ამ ფაქტების გამო დაპირისპირება მოხდა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის.

,,მსგავსი ფაქტები გამოვლინდა სხვადასხვა უბნებზეც. თუმცა, ნაკადის მარეგულირებელმა შეძლო, რომ ფგაქტი აღეკვეთა ერთ–ერთ უბანზე”, – აცხადებენ ენმ–ს დამკვირვებლები.

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მარიკა გიორგაძის განცხადებით, დარღვევები არ დაფიქსირებულა.

წყარო: კახეთინიუსი