შეხვედრა ნაგომარში

388

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს . შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის რწმუნებული.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციის გეგმის რამდენიმე ალტერნატივა. სოფლის მცხოვრებლები თავდაპირველად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. მათი მათი სკეპტიციზმი კი ინფორმაციის ნაკლებობით ან არასწორი ინფორმაციით იყო გამოწვეული. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ცვლილებების შემთხვევაში მათ იდენტობას, საფრთხე ემუქრებოდა. კერძოდ ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბახვის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგომარის გაერთიანების შემთხვევაში მათ სოფელს გაქრობა ემუქრებოდა. ნაწილს ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია ახლდაშექმნილი მუნიციპალიტეტის ფუნქციების შესახებ. მათთვის ძნელი დასაჯერებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სოფლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტს იგივე ფუნქციები ექნებოდა, რაც აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, საკუთარი სამსახურებით, არჩეული გამგებლითი, საკრებულოთი და დამოუკიდებელი ბიუჯეტით. გამოითქვა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით რომ მთავრობა ვალდებულია, ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი მოსახლეობასთან ერთად წინასწარ განიხილოს და არა 2 თვით ადრე არჩევნებამდე. მათ თქმით შეუძლებელია მოსახლეობამ, რამდენიმე დღეში მიიღოს გადაწყვეტილება ამ უმნიშნელოვანეს საკითხზე.

ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც შეხვედრაზე გამოიკვეთა იყო სოფელ ნაგომრის ბახვის მუნიციპალიტეტში გაერთიანების შესაძლებლობა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაგომარი ისტორიულად იყო მიმდებარე სოფლებისთვის მიზიდულობის ცენტრი და მათთვის მიუღებელა ბახვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ერთად გაერთიანება.

შეხვედრაზე შემოთავაზებული იქნა მათთვის უფრო მისაღები ვარიანტიც. საუბარია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთისა და მისი მიმდებარე სოფლების გაერთიანებაზე, რომლებიც ლანჩხუთისგან ბუნებრივი ბარიერთ – მთებით არის გამოყოფილი და ოზურგეთის სოფლებთან მეტი კავშირი აქვს. იგივე ეხება ჩოხატაურსა სოფელ ბუკნარს. მათი ცენტრი კი ნაგომარი იქნება.

ყველა სხვა ალტერნატიული ვარიანტი მათთვის მიუღებელია და უფრო მისაღებია თუ ცენტრი დვაბზუში ან ოზურგეთში ექნებათ.