CDD: კვლავაც ფიქსირდება ე.წ. “კოორდინატორების” მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე

457

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრების ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზეც, რომელსაც ეს ორგანიზაცია აკვირდება, პარტიის წარმომადგენლები იწერენ მისული ამომრჩევლის საარჩევნო რეგისტრაციის ნომერს. მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის, ვინაიდან ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომრის საფუძველზე მარტივადაა შესაძლებელი სიის საჯარო ვერსიიდან ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე, კვლავაც ფიქსირდება ე.წ. “კოორდინატორების” მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც “ჟურნალში” კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ქმედებები არ წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო კოდექსის დარღვევას, თუმცა ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა არაპირდაპირი აგიტაციის განხორციელების, ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლისა და შესაბამისად ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინებაზე ზეგავენის მოხდენის მცდელობა.

აქვე, გვინდა მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის განხორციელებაში. ასევე,  მოვუწოდებთ ამომრჩეველს, გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

იხილეთ პრესრელიზი