მარკირებისას გამოვლენილი დარღვევები და ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა – “მრავალეროვანი საქართველოს” მიერ დაფიქსირებული დარღვევები

480

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა. რადგან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არასწორად იყო მითითებული ამომრჩევლის მისამართი. აღნიშნული დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენის წინასწარი დამოწმება ხელმოწერით და ბეჭდით. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 51 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა, ვინაიდან დაზიანდა გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სია. რის გამოც საარჩევნო ოლქის ადმინისტრაციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადასატანი საარჩევნო ყუთი არ გასულიყო საარჩევნო უბნიდან.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 5 საარჩევნო უბანი კანონით გათვალისწინებული დროის ნაცვლად გაიხსნა 08:30 საათზე. აღნიშნული შესაბამისი ფორმით დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 9 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის  # 22 საარჩევნო ოლქის # 81 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება.  ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 3 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი 12:15 საათზე დალუქულ მდგომარეობაში დაბრუნდა საარჩევნო უბანზე იმ მიზეზით, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩეველთა სიაში არსებული ამომრჩევლები არ იმყოფებოდნენ მითითებულ მისამართებზე. კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთი კვლავ გასულიყო უბნიდან.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 66 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ახალქალაქის # 37 საარჩევნო ოლქის # 6 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ცდილობდა დახმარებოდა ამომრჩეველს ხმის მიცემაში, რომელიც რეალურად არ საჭიროებდა დახმარებას. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 74 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმის მიცემა განახორციელა მართვის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. აღნიშნული დარღვევა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 37 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 37 საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის დროს ამომრჩეველმა სიაში ხელმოწერა დააფიქსირა სხვა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გასწვრივ. აღნიშნული შესაბამისი წესით დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 38 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ კაბინაში ხმის მიცემის დროს იმყოფებოდა ორი პირი. აღნიშნული დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 69 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენის წინასწარი დამოწმება ხელმოწერით და ბეჭდით. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 36 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც იმყოფებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში უარი განაცხადა საარჩევნო კაბინაში შესვლაზე და კენჭისყრა განახორციელა საჯაროდ. აღნიშნული დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ახალციხის # 37 საარჩევნო ოლქის # 6 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 55 საარჩევნო უბანზე მოქალაქე რასინ ისმაილოვი გამოცხადდა სხვა პირის, კერძოდ ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის აკრედიტაციით, რაც დადასტურდა აღნიშნულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და აკრედიტაციაში მითითებული პირადი ნომრის უზუსტობით.

გორის # 32 საარჩევნო ოლქის # 69 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მოქალაქის მიერ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობა, იმ მოტივით რომ აღნიშნული მოქალაქე წარმოადგენდა იმ ამომრჩევლის მეურვეს, რომლის ნაცვლადაც ცდილობდა ხმის მიცემას. აღნიშნულ ფაქტზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოხდა ადეკვატური რეაგირება.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

იხილეთ პრესრელიზი