შეხვედრა თელავში

395

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტერიტორიულ – ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების მიზნით შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას საბჭოს ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის მოდელი გააცნეს, რომლის მიხედვითაც ქ. თელავის თვითმმართველ ქალაქად გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება სამი: იყალთოს, წინანდლისა და ნაფარეულის მუნიციპალიტეტი. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილ მოდელს მხარი დაუჭირა. შეხვედრის მონაწილეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს თავიანთ პოზიცია საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის მიმართვაზე