„დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატი: გუშინ ფოთის 70-ე საოლქო კომისიიდან 100 ბიულეტენი მოიპარეს

741

ფოთში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უბნებზე მისულ მათ მხარდამჭერებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ.

ოთარ ხარჩილავას ინფორმაციით, არის უბნები, სადაც ისეთი ამომრჩევლები არიან დაფიქსირებული, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული არ არიან. მისივე განცხადებით, გუშინ საღამოს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან 100 ბიულეტენი მოიპარეს.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ბიულეტენების დაკარგვის ფაქტს უარყოფენ. საოლქო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაის განცხადებით, არც ერთი ბიულეტენი ოლქიდან არ დაკარგულა და 32-ვე უბანს საჭირო რაოდენობის ბიულეტენი გადაეცა.

წყარო: ინტერპრესნიუსი