შეხვედრა ოზურგეთში

396

დღეს, 20 მარტს, ოზურგეთის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ტერიტორიულ – ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებით ოპტიმიზაციის ალტერნატიული გეგმის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. აღნიშული საკითხის მიმართ სოფლის მცხოვრებლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. მათი თქმით, ადგილობრივებს აღელვებთ სოფლის ბედი და აინტერესებთ, ის კვლავ დარჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თუ ექნებათ დამოუკიდებელი მუნიციპალური ერთეულების შექმნის შესაძლებლობა.
დღესვე, პრეზენტაციის შემდეგ დაიგეგმა მომდევნო შეხვედრები ოზურგეთის რაიონის სხვადასხვა სოფლის მოსახელობასთან.