ბაჩუკი ქარდავა: არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს

582

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ ამ დროისთვის არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში დარღვევებით მიმდინარეობს.

ქარდავას თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლის მონაცემებს ინიშნავენ, გარდა ამისა ფიქსირდება სომხური კარუსელის დატრიალების მცდელობებიც.

წყარო: იმედინიუსი