ჩოხატაურში საკრებულოს წევრმა ამომრჩეველს ფული გადასცა – video

768

გურიანიუსი ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ გადასცა ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა სეხნიაშვილმა ამომრჩეველს თანახა. ფაქტი სამების საარჩევნო უბნის მიმდებარედ მოხდა. სეხნიაშვილს ასევე ჰქონდა სია, რომელზეც გარკვეული თანხები იყო მიწერილი. დეპუტატი ამბობს, რომ ეს მოსახლეობის წყლის გადასახადის თანხაა, რომელიც მან აკრიფა და კონკრეტულ პირს გადასცა.