ენმ: ხობის საარჩევნო უბანზე ზუგდიდის ოლქის ბიულეტენები ვიპოვეთ

903

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ხობში, შავღელეს საარჩევნო უბანზე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ბიულეტენები აღმოაჩინეს.

მისი სიტყვებით, ინფორმაცია ფოტოსთან ერთად უბანზე ენმ-ის დამკვირვებელმა მიაწოდა. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, ფაქტი პარტიის დამკვირვებელმა გააპროტესტა, რასაც შეკამათება მოჰყვა.

სხვა დეტალები ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრისთვის უცნობია, რადგან ამბობს, რომ ვერ უკავშირდება უბანზე მის წარმომადგენელს.

წყარო: LivePress

ფოტო: LivePress